კვლევა




https://drive.google.com/file/d/1yN8l9Kow1gN9nkpIzwV-pXxQg-TTnbbV/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/1yN8l9Kow1gN9nkpIzwV-pXxQg-TTnbbV/view?usp=sharing



სიტყვა სიტყვაა, საქმე კი საქმეშია.
                                                        ილია



შემაჯამებელი სამუშაოების მიმარება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან













სარჩევი
1.    პრობლემის შერჩევა და საკვლევი საკითხი -------------------------  3
2.    ლიტერატურის მიმოხილვა  ----------------------------------------------------   4
3.    მეთოდოლოგია  -------------------------------------------------------------------  7
4.    კვლევის გეგმა ---------------------------------------------------------------------  8
5.    მონაცემთა ანალიზი -------------------------------------------------------------- 10
6.    კვლევის მიგნებები ----------------------------------------------------------------17
7.    შესაძლო ინტერვენციები ---------------------------------------------------------17
8.    განსახორციელებელი ინტერვენციები ----------------------------------------- 18
9.    ინტერვენციების შეფასება ------------------------------------------------------- 28
10.  შეზღუდვები --------------------------------------------------------------------- -30
11.  რეკომენდაციები ------------------------------------------------------------------ 31
12.  დასკვნა ----------------------------------------------------------------------------- 31
13.  გამოყენებული ლიტერატურა --------------------------------------------------- 32
14.  დანართები ------------------------------------------------------------------------- 32
15.  რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე -------------------------------- 37








პრობლემის შერჩევა და საკვლევი საკითხი
პრაქტიკული  კვლევა  ჩატარდა სსიპ ქალაქ თბილისის N180  საჯარო  სკოლაში  VIII კლასში.
კვლევის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: თამარ დათაშვილი
პრობლემა: შემაჯამებელი სამუშაოებით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების დაფარვა.
ეს კლასი შევარჩიე, რადგან ამ კლასს ვასწავლი უკვე მესამე წელია და ვიცი მათი ცოდნის დონე და შესაძლებლობები. ასევე მჭირდებოდა წინა სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი, რამდენადაც ცემი კვლევის საგანს შემაჯამებელი სამუშაოების სტანდარტთან მიმართება წარმოადგენს.
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა განსაკუთრებულად ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ არის თემები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალურობას, ვფიქრობ, ასეთია შემაჯამებელი სამუშაოები და მათი დაგეგმვა.
ჩემი კვლევის საგანი განაპირობა შემაჯამებელი სამუშაოების წლიურმა ანგარიშმა, რომელმაც მაჩვენა, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩემი შემაჯამებელი სამუშაოები არ გამოირჩეოდა ერთფეროვანი ფორმითა და თემატიკით, მაინც აღმოჩნდა, რომ სტანდარტით გათვალისწინებული შედეგებიდან არც ისე დიდი ნაწილის შემოწმებისა და მონიტორინგის შესაძლებლობას მაძლევდა ისინი. აქედან გაჩნდა კვლევის მიზანიც:
·         დავადგინო, რატომ ვერ ვახერხებ შემაჯამებელი სამუშოებით სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მონიტრინგსა და  დაფარვას?
·         განვსაზღვრო, როგორ შეიძლება, რომ შემაჯამებელი სამუშაოებით მაქსიმალურად დავფარო სტანდარტი;
·         დავგეგმო, განვახორციელო და შევაფასო შესაბამისი ინტერვენციები.
თემის აქტუალურობა მიკარნახა რამდენიმე ფაქტორმა: შემაჯამებლელი სამუშაოების დაგეგმვის  საკუთარმა და კოლეგების გამოცდილებამ. ამასთანავე თუ გავიაზრებთ შემაჯამებლის შეფასების მნიშვნელობას, ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ შეფასების სამივე კომპონენტს ერთი და იგივე წონა აქვს. შემაჯამებელი სამუშაოს შეფასება ყველაზე ობიექტურ შეფასებას იძლევა, თუ რამდენადაა მიღწეული სტანდარტით გათვალისწინებული მიზნები, რამდენადაც სწორად დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშაოები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლე შეაფასო სამივე მიმართულებით: კითხვა, წერა, ზეპირმეტყველება. ამის შესაძლებლობას ყოველთვის ვერ მოგცემს პირველი ორი კომპონენტი: საშინაო და საკლასო სამუშაოს შეფასება, განსაკუთრებით იმ საგნებში, რომლებიც კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ ტარდება, რადგან ის რამდენიმე განმსაზრვრელი შეფასება, რომლებსაც იღებს მოსწავლე სემესტრის განმავლობაში, რთული წარმოსადგენია, რომ მოიცავდეს ყველა მისაღწევი შედეგის შეფასებას, ხოლო შემაჯამებლით ამის მიღწევა შესაძლებელია.
სწორედ ამ საკითხით დავინტერესდი ჩემი საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე და პრობლემის აღმოჩენისა და იდენტიფიცირების შემდეგ შევუდექი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ინტერვენციების დაგეგმვას. იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების შედეგი იყოს ეფექტური და რეალური, საჭიროდ მივიჩნევ ობიექტურ, მრავალმხრივ და გამჭვირვალე შეფასების სისტემას, რადგან ეს გვეხმარება დავადგინოთ პროცესში დაშვებული შეცდომები და აღმოვხვრათ ეს შეცდომები, ასევე დავადგინოთ მიღწევები და ცოდნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ამისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი, ობიექტური შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა.
 მოგეხსენებათ, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, არსებობს შეფასების ორი უმნიშვნელოვანესი ტიპი, რომლები სწავლა-სწავლების განუყოფელ სისტემურ ნაწილს წარმოადგენსგანმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ცოდნა, თუ როდის და რა კონკრეტული მიზნისათვის უნდა გამოვიყენო შეფასების ეს ფორმები.
მუხლი 16.
1.      განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
2.      განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვა.

ლიტერატურის მიმოხილვა
მიუხედავად იმისა, რომ შეფასება და სწავლება პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ლიტერატურა ამ საკითხის შესახებ არც თუ ისე ვრცელია. შეფასება არის საგნის, მოვლენის ან პროცესის შესაბმისობის განსაზღვრა წიანსწარ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეთა ობიექტური შეფასება, შეფასების მრავალმხრივი მიდგომა, შეფასების რუბრიკების გამოყენება მუშაობის პროცესში. იმდენად რამდენადაც მოსწავლეთა შეფასება  სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, შეფასებით მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევას, თუ რამდენად  შეესაბამება  მათი ცოდნა  ეროვნული სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფასება მასწავლებელს ხდის ინფორმირებულს იმის შესახებ, თუ რა არის მისი მოსწავლის ძლიერი თუ სუსტი მხარე, რა გამოუვიდა წარმატებით და რას ვერ გაართვა თავი, ასევე რამდენად კარგად ასწავლა მასწავლებელმა, რამდენად შედეგიანია ის მეთოდიკა, რომელსაც იგი იყენებს.  აქედან გამომდინარეობს შეფასების ორი ძირითადი შედეგი:
1.      მოსწავლი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა და მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
2.      სწავლების კონკრეტული მეთოდიკის და სასწავლო პროგარმების ეფექტიანობის შემოწმება და სრულყოფა.
აქედან გამომდინარე, შეფასების როლი უმნიშვნელოვანესია სწორედ იმიტომ, რომ მისი საშუალებით მასწავლებელი განსაზრვრავს და ადგენს იმ საშუალებებს, რომლებითაც მან სასურველ შედეგს უნდა მიაღწიოს.
(სწავლება და შეფასება- დამხმარე სახელმძღვანელო(II)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008;)
შემაჯამებელი სამუშაო შეფასების სამი კომპონენტიდან ერთ-ერთია, მას იგივე წონა აქვს, როგორიც დანარჩენ ორს.  შემაჯამებელი სამუშაო ერთნაირად მნივნელოვანია როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისათვის, რამდენადაც იგი   უქმნის გარკვეულ წარმოდგენას ორივეს, რამდენადაა დაძლეული საგნობრივი სტანდარტი, რამდენად წარმოჩნდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე. ამიტომ პედაგოგი გარკვეული თემისა თუ საკითხის დასრულების შემდეგ ამზადებს შემაჯამებელი სამუშაოს ტიპს, რომელიც სტანდარტის მოთხოვნის მიხედვით აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.).“ამ ნორმის მიუხედავად, ერთფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოები ჯერ კიდევ ხშირია სხვადსხვა საგანში, ყველაზე ხშირად ტესტური დავალებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ვერ ამოწმებს სხვადასხვა საკითხის სიღრმისულ ცოდნასა თუ აზროვნებისა და არგუმენტირების უნარებს.
 ქართული ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს საგნის  სტანდარტით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ფორმის თვალსაზრისით შემაჯამებელი სამუშაო შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ზეპირმეტყველება, წერა თუ კითხვა.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს.”- ვკითხულობთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
  • მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
·         არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის  შესახებ;
·         ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
·         ესეის შედგენა;
·         პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
·         გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური  ან გუნდური);
·         ლიტერატურული სალონი;
·         ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
·         სხვა.

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 http://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
                                      





  მეთოდოლოგია
      ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბებისა და მუშაობის ეტაპების შესახებ. ასევე განხილულია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები. საკვლევი საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: „რამდენად ვფარავ ეროვნული სასწავლო გეგმით განთავლისწინებულ საგნობივი სტანდარტის ყველა შედეგს შემაჯამებელი სამუსაოების საშუალებით“. ემ კვლევის მთავარი კითხვებია:
1.რამდენად ფარავს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს წლის განმავლობაში დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშოები?
      2.რას გვაძლევს სტანდარტის მიხედვით დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშაოები?
 3.როგორ უნდა დაიგეგმოს შემაჯამებელი სამუშაოები ისე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ მიღებული შედეგების სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმება და ამით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მონიტორინგი?                           
კვლევის  მიზნის მიღწევაში  დაგვეხმარება  შემდეგ  ქვეკითხვებზე/საკითხებზე პასუხის  გაცემა:
·         პრობლემის  გამომწვევი  მიზეზები.
·          მასწავლებლის  მიერ  გამოყენებული მიდგომების შემაჯამებელი დავალებების შედგენის მიმართ რა  გავლენას ახდენს  პრობლემაზე?
·          რა ტიპის შემაჯამებლებს ვიყენებდი შედეგის მონიტორინგისათვის აქამდე? 
·          რა ტიპის მიდგომებია დასანერგი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების დასაფარავად შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით?
·           როგორ  შეიძლება  გავაუმჯობესოთ  არსებული  არასასურველი  რეალობა?       






კვლევის  გეგმა  
კვლევის  სანდოობის  გაზრდის  მიზნით  მონაცემთა  შეგროვების  მეთოდებად  გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდი: სადიაგნოსტიკო ტესტირება (პრე და პოსტ), ფოკუსჯგუფი  მასწავლებლებთან პრობლემის გამოსაკვეთად.
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
ფოკუსჯგუფს წარმოადგენენ ჩემ მიერ შერჩეული VIII კლასის 30 მოსწავლე, რომელთაც ვასწავლი მესამე სასწავლო წელია. უპირველეს ყოვლისა, პირველად მონაცემებად ავიღე სწორედ ამ კლასის წინა სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი; ასევე ჩემ მიერ შერჩეული ჯგუფის მიმართ ჩემი ინტერესი იყო, დამედგინა, როგორ აფასებდნენ ისინი წინა წელს ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების მიხედვით, რომელი უნარების შემოწმების შესაძლებლობას იძლეოდა ჩემ მიერ შეტანილი ემაჯამებელი სამუაოები მე-7 კლასში; ასევე საბოლოო შედეგების დადგენა ამ ჯგუფთან დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ მიღებული შედეგების გადასამოწმებლად ამავე საკითხთან დაკავშირებით  პოსტტესტის მონაცემების მისაღებად.
ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან
მასწავლებლების ფოკუსჯგუფს წარმოადგენს სხვადასხვა საგნის მასწავლებელი, რომელთა გამოკითხვამ მომცა პრობლემის აქტუალურობის განსაზღვრის შესაძლებლობა და ასევე მათთან დაგეგმილმა სამუშაო შეხვედრებმა, როგორც ერთ-ერთმა ინტერვენციამ, კარგი სამსახური გამიწია შედეგების მიღწევის საქმეში.
ტესტირება (კითხვარი)
ტესტირება ჩემ შემთხვევაში უფრო მეტად იყო პრობლემის იდენთიფიცირების საშუალება. ემსახურებოდა იმის გამორკვევას, თუ როგორ აღიქვამდნენ მოსწავლეები, რომელი მიმართულების (წერა, კითხვა, ზეპირმეტყველება) უნარებს ამოწმებდა შემაჯამებელი სამუშაოები აქამდე? ასევე პოსტტესტის საშუალებით იმავე საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულების დადგენა ინტერვენციების შემდეგ.
კითხვარი:
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1.      თქვენი აზრით, რომელი უნარის/უნარების შემოწმება შეიძლება შემაჯამებელი სამუშაოს საშუალებით?  (შემოხაზეთ სასურველი პასუხი ან პასუხები)
   
ა)კითხვა                                       ბ)წერა                                                    გ)ზეპირი მეტყველება


2.      რატომ ფიქრობთ ასე? (გააგრძელეთ დასაბუთება)

რადგან ...















მონაცემთა ანალიზი
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორ-მაციის შემცველი ტექსტე-ბის მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დის-კუსიებში მონაწილეობის მიღება.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველე-ბის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნი-კაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შე-უძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 

ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შე-უძლია ტექსტის გაანალი-ზება  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.

ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის.  


            მე- 7 კლასის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, პირველად მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც გახლავთ ფოკუსჯგუფის მე- 7 კლასის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი, გამოიკვეთა , რომ ჩემ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოები მოცემული 14 მისაღწევი შედეგიდან მხოლოდ 6 შედეგის მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობას იძლეოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს სამუშაოები არ იყო ერთი ტიპის, ვთქვათ, მხოლოდ ტესტური დავალებები ან მხოლოდ ტექსტის შინაარსის გადმოცემაზე ორიენტირებული დავალებები.
საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, ესგ-ს რომელ მისაღწევ შედეგზე გადის კონკრეტული  შემაჯამებელი დავალება 1-ელ სემესტრში
N
კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალების N და თარიღი
კლასის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, რომელ მისაღწევ შედეგზე გადის?
1
10/10

ქართ. VII. 7. მოსწავლეს შე-უძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 



2
1/11

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.


3
28/11
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  



4
20/12
ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  




საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, ესგ-ს რომელ მისაღწევ შედეგზე გადის კონკრეტული  შემაჯამებელი დავალება მე-2 სემესტრში
N
კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალების N და თარიღი
კლასის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, რომელ მისაღწევ შედეგზე გადის?
1
6/02

ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 



2
6/03

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 




3
13/04
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.



4
15/05
ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.



5
7/06

ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის.  

 



პროცენტულად სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების დაფარვის მონიტორინგის შედეგები ასე გამოიყურება გრაფიკულად:
როგორც გამოიკვეთა პირველადი მონაცემების მიხედვით, ჩემ მიერ მე-7 კლასში დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშაოები სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების ნახევარზე ნაკლების შეფასებისა და მონიტორინგის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც თავისთავად დაბალი მაჩვენებელია და მაფიქრებს, რომ შესაცვლელია შემაჯამებლების დაგეგმვის სტრატეგია.
 ასევე პირველადი მონაცემების გასამყარებლად და პრობლემის ინდენთიფიცირებისთვის მივმართე ფოკუსჯგუფს კითხვარით, რომლის ნიმუშსაც აქვე წარმოგიდგინეთ, რათა მენახა, მოსწავლეების შეფასებით, რამდენად შეიძლებოდა სტანდარტით გათვალისწინებული სამივე მიმართულების შეფასება და მონიტორინგი.
კითხვარი:
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1.      თქვენი აზრით, რომელი უნარის/უნარების შემოწმება შეიძლება შემაჯამებელი სამუშაოს საშუალებით?  (შემოხაზეთ სასურველი პასუხი ან პასუხები)
   
ა)კითხვა                                       ბ)წერა                                                    გ)ზეპირი მეტყველება
2.      რატომ ფიქრობთ ასე? (გააგრძელეთ დასაბუთება)

რადგან ...
            კითხვარის პასუხების მიხედვით ასეთი სურათი გამოიკვეთა:
მოსწავლეებმა, აბსოლუტურად ობიექტურად აღნიშნეს, რომ ეს შემაჯამებელი სამუშაოები ორიენტირებული იყო წერისა და კითხვის უნარების შემოწმებაზე (ასე უპასუხა 30-დან 27 მოსწავლემ) , მცირე ნაწილმა ჩათვალა, რომ შემაჯამებელი სამუშაოებით შესაძლებელია ან მხოლოდ წერითი ან მხოლოდ კითხვის უნარების შემოწმება. (2 და 1 მოსწავლე) საინტერესოა, რომ არცერთ მოსწავლეს არ მოუნიშნავს პასუხებში ის , რომ შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით შესაძლებელია ზეპირი მეტყველების შემოწმება, რაც აბსოლუტურად ობიექტური შეფასებაა.
ასევე საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეების არგუმენტირება, რატომ ფიქრობენ ისე, როგორც ფიქრობენ, სადაც დიდი უმრავლესობის პასუხი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: შემაჯამებელი სამუშაოების  შეფასებები გვეწერებოდა მსჯელობასა და არგუმენტირებაში ან კითხვაზე პასუხის სწორად გაცემასა და ფორმულირებაში, ამიტომ , რა თქმა უნდა, ზეპირმეტყველებას მასწავლებელი ვერ შეგვიფასებდა.
ამ გამოკითხვამ პრობლემა კიდევ უფრო თვალნათლივ დამანახა, კონკრეტულად კი ის, რომ შემაჯამებელი სამუშაოები აბსოლუტურად ვერ ამოწმებდა ზეპირსიტყვიერების თვალსაზრისით მისაღწევ შედეგებს.
პედაგოგთა ფოკუსჯგუფთან ჩავატარე გამოკითხვა, რომელიც ემსახურებოდა იმის გარკვევას, რამდენად ინტერესდებიან  სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების რა ნაწილს ფარავენ დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით.
კითხვარი:
1.თუ იცით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის რამდენ შედეგს ფარავთ შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით? (შემოხაზეთ სასურველი პასუხი)
1.კი                                                    2. არა
2. შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვის პროცესში ითვალისწინებთ თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა შედეგის შემოწმების ინტერესს?
1.კი                                                   3.არა
პედაგოგების ფოკუსჯგუფთან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩემ მიერ გამოკითხული   ჩემი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, სტანდარტით გათვალისწინებულ რამდენ შედეგს ამოწმებს და ფარავს შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით. ამ შედეგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა პრობლემის აქტუალურობაში და დამაფიქრა განსახორციელებელ ინტერვენციებზე.




კვლევის მიგნებები
კვლევის მონაცემების გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება:
·         პედაგოგები , მათ შორის მეც, არ ვფლობდით ინფორმაციას, სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების რამდენი პროცენტის მონიტორინგის შესაძლებლობას მაძლევდა აქამდე ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები;
·         აუცილებელია შემაჯამებელი სამუშაოების ისე დაგეგმვა, რომ სხვადასხვა შედეგის შეფასების შესაძლებლობა მოგვეცეს მიღებული შედეგებით;
·         საჭიროა შემაჯამებელი სამუშაოების მრავალფეროვანი ტიპის შერჩევა და სტანდარტთან მიმართებაზე მეტი ფიქრი.

შესაძლო ინტერვენციები
ინტერვენციისთვის მივმართე იმავე კლასს, რომელშიც ჩავატარე სადიაგნოსტიკო გამოკითხვა  პრობლემის იდენთიფიცირებისთვის და რომელი კლასის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზიც გამოვიყენე პირველადი მონაცემების მოსაგროვებლად. ინტერვენციის სახით გადავწყვიტე 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაოები დამეგეგმა სრულიად ახალი პრინციპით, კერძოდ, თითოეული მათგანი დამეგეგმა კონკრეტული საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე მისაღწევი შედეგის შესაფასებლად. ამ სასწავლო წელს სავალდებულო ცხრა შემაჯამებელი სამუშაო ასე დავგეგმე:
I-თხზულება (“დადიანის ასული და მათხოვარი”)
II-მოსმენა და მსჯელობა (“ლექსი ვეფხისა და მოყმისა”)
III-გაანალიზება და შეფასება (“ფიქრი მტკვრის პირას”)
IV-კითხვის სტრატეგია (“აჩრდილი”)
V- რეფერატი (დ. კლდიაშვილი “ბათუმი”და დამატებითი წყაროები)
VI- საინფორმაიციო ტექსტის ანალიზი (ქართული ხელნაწერები უცხოეთში)
VII- საკონფერენციო თემა (უძველესი ქართული წარწერები და ხელნაწერები)
VIII-მხატვრული სახე და ხერხები (“მარიტა”)
IX - პრეზენტაცია (საწერი საშუალებები, დათარიღება...)
ინტერვენციის უკეთ განსახორციელებლად ასევე მქონდა კოლეგებთან სამი სამუშაო შეხვედრა, რომლებზეც სხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოების ტიპები, შემაჯამებელი სამუშაოს მიმართება ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებთან.
რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა წინასაწარ უნდა იცოდნენ შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკა, რომლითაც შეუფასდებათ ნამუშევარი.

განხორციელებული ცვლილებები
I შემაჯამებელი - თხზულება ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
 ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. (“დადიანის ასული და მათხოვარი”)
ამ შემაჯამებელ სამუშაოში განსაკუთრებულად საინტერესო იყო ჩემთვის არგუმენტირებული მსჯელობისა და ტექსტის ორგანიზების უნარების შეფასება, ამიტომ შევარჩიე შემაჯამებელ სამუშაოდ თხზულების დაწერა, რადგან ამ ტიპის დავალება მომცემდა სტანდარტის ამ შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობას, რადგან ათი ქულიდან არგუმენტირებული მსჯელობა ფასდებოდა 5 ქულით, ხოლო ტექსტის ორგანიზება 2 ქულით.

ორგანიზების 2 ქულა მოიპოვა მოსწავლეთა 77%-მა , 1 ქულა 23 პროცენტმა, არცერთი მოსწავლე არ აღმოჩნდა, რომელმაც ორგანიზების ქულა მთლიანად დაკარგა.



არგუმენტირებული მსჯელობის ნაწილში, რომელიც ერთად 5 ქულას მოიცავდა, საშუალოდ მოსწავლეების 57%-მა საუკეტესოდ დაფარა, საშუალოდ - საშუალოდ 37%-მა, გაუჭირდა საშუალოდ 6 %-ს. ეს შედეგი მაძლევს საფუძველს მივიჩნიო სტანდარტის ეს ორი შედეგი დაფარულად.
II შემაჯამებელი - ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
მეორე შემაჯამებელი სამუშაო დავგეგმე მოსმენის უნარების შესაფასებლად, ამიტომ ავიღე მონათხრობი „ლექსი ვეფხისა და მოყმის“ გაგრძელების სავარაუდო ავტორის შესახებ და წავუკითხე და ვუამბე მოსწავლეებს, რის შემდეგაც მოვთხოვე დაეწერათ მსჯელობა მოსმენილის გათვალისწინებით და მასზე დაყრდნობით. ამ შემაჯამებელში ჩემთვის საინტერესო იყო სწორედ ეს კრიტერიუმი, როგორ აღიქვამდნენ მოსწავლეები მოსმენილ ინფორმაციას და იმსჯელებდნენ მის შესახებ. ამ კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა აიღო მოსწავლეების 69%-მა, საშუალოდ შეასრულა 27%-მა, გაუჭირდა 7 %-ს და არცერთი მოსწავლე არ აღმოჩნდა, რომელმაც ვერ გაიგო მოსმენილი ტექსტი და აღმოჩნდა დავალების არაადეკვატური.
III შემაჯამებელი სამუშაო დავგეგმე კონკრტული მიზნით, რომ გამერკვია, რამდენად შეეძლოთ მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის ავტორის მიერ გამოთქმული თვალსაზრისი გაეანალიზებინათ და შეეფასებინათ საკუთარი თვალთახედვით ეროვნული სასწავლო გეგმით ეს შეესაბამება შემდეგ შედეგს - ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას.
ამ კრიტერიუმით დავალება საუკეთესოდ შეასრულა 59%-მა, საშუალოდ გაართვა თავი 27%-მა და ვერ შეძლო შეფასება კლასის 14%-მა. ეს შედეგი მაძლევს უფლებას დაძლეულად ჩავთვალო  სტანდარტით გატვალისწინებული მისაღწევი ეს კონკრეტული შედეგი, თუმცა, 14%-მა განაპირობა დამატებითი სამუშაოს ჩატარება მსგავსი დავალებების უკეთ შესასრულებლად.



IV  შემაჯამებელი დავგეგმე იმისთვის, რომ გამერკვია რამდენად იყენებს მოსწავლე კითხვის საანადო სტრატეგიას და მისი გამოყენებით როგორ აყალიბებს საკუთარ არგუმენტირებულ მსჯელობას. ამისთვის ავირჩიე ილია ჭავჭავაძის „აჩრდილიდან“ ნაწყვეტი. აღმოჩნდა, რომ 5-ქულიანი შეფასების კრიტერიუმით, რომელიც ასახავდა სწორედ ამ შედეგის მიღწევის ხარიხს, მოსწავლეების 77%-მა მაქსიმალური 5 ქულა მიიღო, 10-10 %-მა მოსწავლეებისამ შეძლო 3- და 4 ქულის მიღება, 3 %- მა მიიღო 2 ქულა, ხოლო 0 და 1 ქულა არცერთ მოსწავლეს არ მიუღია, რაც , ვფიქრობ, კარგი შედეგია და კონკრეტული ორი მისაღწევი შედეგი:  IV-ქართ. VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით, დაფარულად შეიძლება ჩაითვალოს.

V  შემაჯამებელი სამუშაო სრულიად სხვა ფორმატის დავალება დავგეგმე, კონკრეტულად კი, რეფერატის დაწერა. რა თქმა უნდა, მანამდე მოსწავლეებს რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში ავუხსენი და ვასწავლე რეფერატის წერის სპეციფიკა, დავუსახელე და მივაწოდე საჭირო წყაროები და მივეცი ვადა, ერთი კვირა, რეფერატის მოსამზადებლად და წარსადგენად კლასის წინაშე. ამ დავალებას აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა და შედეგიც შესაბამისი დადგა, არცერთი მოსწავლე არ აღმოჩნდა, რომლის რეფერატის არადამაკმაყოფილებლად შეფასებულიყოს, ხოლო უმარლესი შეფასება მიიღო 44%-მა. გთავაზობთ პროცენტულ დიაგრამას შედეგების უკეთ საჩვენებლად.
VI  შემაჯამებელი დავგეგმე ინფორმაციული ტექსტის, არამხატვრული ტექსტის, აღქმისა და გააზრების უნარის შესამოწმებლად, რაც სტანდარტით გათვალისწინებული შემდეგი  შედეგებია :
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ  საკითხებზე. ასევე ეს ტექსტი შესაძლებლობას მაძლევდა ასევე გამერკვია, როგორ დააკავშირებდა მოსწავლე მოცემულ არამხატვრულ ტექსტს პროგრამულ ტექსტთან ქართული ხელნაწერების შესახებ. 
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.   
 კონკრეტული სამი შედეგი ჩაიდო შეფასების რუბრიკის ექვსქულიან კრიტერიუმში.
მაქსიმალური შეფასება მიიღო მოსწავლეების 46%-მა, 5 ქულა- 17 %-მა, 4 ქულა -27%-მა, 3 ქულა 3%-მა, 2 ქულა-7%-მა, ხოლო 1 და 0-ქულიანი შეფასება არ მიუღია არცერთ მოსწავლეს. ვფიქრობ, ეს შედეგიც საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ შედეგი მიღწეულად ჩავთვალოთ.
VII შემაჯამებელი სამუშაოსათვის დავგეგმე საკლასო კონფერენცია, სადაც მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ თავიანთი საკონფერენციო თემები, რომლებიც შეეხებოდა უძველეს წარწერებსა და ხელნაწერებს. ამისთვის მოსწავლეებს მოვუმზადე წყაროები ინდივიდუალურად , რომ ჰქონოდათ სამუშაო მასალა, მათ ასევე უნდა გამოეყენებინათ შესწავლილი მასალა ამ საკითხის შესახებ და დაეწერათ საკონფერენციო თემა. რა თქმა უნდა, მანამდე ვასწავლე სკონფერენციო თემის აგებისა  და მასზე მუშაობის სპეციფიკა. ვფიქრობ, საკონფერენციო თემა საუკეთესოდ მაძლევს შესაძლებლობას შევაფასო , როგორ დავფარეთ სტანდარტით გათვალისწინებული შემდეგი მისაღწევი შედეგები:
 ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან
. ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის .
სწორედ ორგანიზებასა და აგების სპეციფიკას შეეხებოდა შეფასების კრიტერიუმი და შედეგი ასეთი დადგა:
როგორც ხედავთ , ამ ორი შედეგის მომცველი 7-ქულიანი შეფასების კრიტერიუმის მაქსიმალური ქულები (7,6,5,) შეძლო აეღო მოსწავლეების 84 %-ს, 4 და 3 ქულაზე დააკმაყოფილა ეს შედეგი 16%-მა, ხოლო ამ კრიტერიუმით 2 და 1 ქულა არცერთ მოსწავლეს არ მიუღია, რაც, ვფიქრობ კარგი შედეგია და თამამად შიძლება ითქვას, რომ ეს შედეგიც მიღწეულია.
VIII შემაჯამებელი დავგეგმე ანალიზის, მსჯელობის, არგუმენტიებისა და წერის უნარების შესამოწმებლად და შესაფასებლად. რაც სტანდარტით გათვალისწინებულ  შემდეგ შედეგებს შეესაბამება:
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
  ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.


თხზულების შეფასების 10-ქულიან რუბრიკაში გაწერილი კრიტერიუმები სრულად იძლევა ამ კონკრეტული შედეგების შეფასების მონიტორინგის შესაძლებლობას (იხ.დანართი)

მიღებული შედეგი ნათელყოფს იმას, რომ სტანდარტით გათვალისწინებული კონკრეტული სამი შედეგი დაფარულია, რადგან მოსწავლეების 44%-მა მიიღო უმაღლესი შეფასება, 9ქულა 23 %-მა, 8 ქულა მიიღო 14 %-მა, 7ქულა - 3%-მა, 5ქულა 13%-მა, ხოლო 4 ქულა, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, 13 %-მა. 9-10 ქულიანი მაჩვენებელი 67 % შეადგენს, რაც კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე 13% დასაფიქრებელია და შეიძლება ცალკე კვლევის საგნადაც კი იქცეს, თუმცა ამჯერად ჩემი კვლევის მიზანი სხვა საკითხია.
 IX  შემაჯამებელი დავგეგმე მიზანმიმართულად ზეპირი მეტყველების შესაფასებლად.
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ამისთვის მოსწავლეებს დავურიგე რამდენიმე თემა, რომელიც შეეხებოდა საწერ მასალებს, საშუალებებს, კალიგრაფებს, საგანმაათლებლო კერებს და ხელნაწერებსა და წარწერებს. ამ თემებიდან თავად უნდა აერჩიათ მოსწავლეებს,  რომელიც სურდათ და მოემზადებინათ პრეზენტაცია.
მოსწავლეები შეფასდნენ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით, რომელიც მოსწავლეებისთვის წინასწარ იყო ცნობილი. (იხ. დანართი) შედეგი ასეთი დადგა:
როგორც შედეგებმა აჩვენა, პრეზენტაციის უნარების შედეგებმა, მოსწავლეების 61%- მა ძალიან კარგი შეფასება მიიღო, (10,9,8 ქულა) დანარჩენმა 39%-მა საშუალო შეფასება, ხოლო რაც შეეხება არადამაკმაყოფილებელ შრფასებას, ის არ მიუღია არცერტ მოსწავლეს, რაც ძალიან კარგი შედეგია და ნათელყოფს იმას, რომ სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი ზეპირმეტყველების შედეგებიც მიღწეულია.

ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების შესაფასებლად საჭირო იყო, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგებისა და ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული შედეგების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. VIII საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები ასე გამოიყურება:

VIII კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

                                                            მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. 
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. 

ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ  საკითხებზე.
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
ქართ. VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. 
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. 



მისაღწევი ცამეტივე შედეგიდან ყველა დავფარე შემაჯამებელი სამუშაობის საშუალებით. შესაბამისად, სამივე მიმართულება - ზეპირმეტყველება, წერა, კითხვა - შევძელი შემეფასებინა იმ დავალებების საშუალებით,რომლებიც შევთავაზე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
ასევე მოსწავლეთა ფოკუსჯგუფს ხელახლა შევავსებინე სადიაგნოსტიკო კითხვარი ინტერვენციებით შეცვლილი შედეგების წარმოსაჩენად. პასუხები, რომლებიც იმავე კითხვებზე გამცეს მოსწავლეებმა, სრულიად განსხვავდებოდა პირველადი მონაცემებისგან, რომელიც გრაფიკულად ასე გამოიყურება:




როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ახლა უკვე მოსწავლეების დიდი უმრავლესობისთვის შემაჯამებელი სამუშაო ამოწმებს როგორც წერით და კითხვით უნარებს, ასევე ზეპირსიტყვიერების შედეგებს, განსხვავებით ინტერვენციამდე მიღებული მონაცემებისა, როდესაც არცერთი მოსწავლე არ პასუხობდა, რომ ზეპირსიტყვიერების შეფასება შეიძლებოდა შემაჯამებელი სამუშაოებით. ასევე საინტერესოა, რომ პოსტტესტმა აჩვენა, რომ არცერთ მოსწავლეს აღარ მიაჩნია,რომ შემაჯამებელი სამუშაოებით ფასდება მხოლოდ წერის მიმართულება. ვფიქრობ, ეს სადიაგნოსტიკო კითხვარი კარგი შესაძლებლობაა იმის დასანახავად, რომ ინტერვენციებით მიღწეული შედეგი მოსწავლეებისტვისაც თვალნათელია. ამავე დროს, არგუმენტირების ნაწილში მოსწავლეების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ეს შედეგი განაპირობა მრავალფეროვანმა შემაჯამებელმა სამუშაოებმა, რომლებმაც ყველა უნარის შეფასების შესაძლებლობა მისცა მასწავლებელს.
შეზღუდვები
ჩემ მიერ დაგეგმილი კვლევისთვის დრო საკმარისი მქონდა როგორც კვლევისთვის, ისე ინტერვენციების განსახორციელებლად. ერთადერთ შეზღუდვად ჩავთვლიდი იმას, რომ კარგი იქნებოდა, რომ წელს მყოლოდა ისევ მე-7 კლასი, რადგან პირველადი მონაცემები სწორედ მე-7 კლასის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის საფუძველზე მოვახდინე და თუ ინტერვენციებსაც დავგეგმავდი ისევ მე-7 კლასში, კარგი იქნებოდა.
რეკომენდაციები
კვლევის ედეგებმა მომცა შესაძლებლობა შემემუშავებინა გარკვეული რეკომენდაციები:
·         შემაჯამებელი სამუშაოები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების მაქსიმალური რაოდენობა დაიფაროს.
·         შეფასების რუბრიკა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებული იმ შედეგის შეფასებას, რომლის შეფასებაც დავისახეთ მიზნად ამ კონკრეტული შემაჯამებელი სამუშაოს საშუალებით.
·         მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შეფასების კრიტერიუმები წინასწარ.

დასკვნა
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა შემაჯამებელი სამუშაოების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტთან მიმართებას, შემიძლია დავასკვნა, რომ შემაჯამებელი სამუშაოებით სტანდარტის დაფარვა აქტუალური თემაა, რადგან კოლეგების უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია შედეგების რა ნაწილს ფარავს სტანდარტისას შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით. ამ კვლევის ფარგლებში მეც პირველად დავფიქრდი მოცემულ საკითხზე და მეტი პასუხისმგებლობით შევხედე შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვის საკითხს. სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების შეფასება ახლა უკვე საუკეთესოდ შეიძლება შემაჯამებელი სამუშაოებით, თუ დაგეგმვისას სწორად ჩავდებთ შესაფასებელ კრიტერიუმს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ობიექტური შეფასებისთვის, რადგან შემაჯამებელ სამუშაოს წერს ყველა მოსწავლე, ხოლო საშინაო და საკლასო სამუშაოს კომპონენტში შეფასებისას, განსაკუთრებით იმ საგნებში, სადაც კვირაში მხოლოდ ორი გაკვეთილია გათვალისწინებული საათობრივ ბადეში, რთული წარმოსადგენია, რომ ყველა მოსწავლე შეფასებული იყოს სტანდარტის მისაღწევი შედეგების ყველა (ვთქვათ მე-8 კლასში 13-ვე) კომპონენტში.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პედაგოგმა შემაჯამებელი სამუშაო უნდა დაგეგმოს ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და წლის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით შეაფასოს მოსწავლის მისაღწევი ყველა შედეგი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.სწავლება და შეფასება- დამხმარე სახელმძღვანელო(II)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008;
2.ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012.
3.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი
4.სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
5.მანანა ბაქრაძე http://mastsavlebeli.ge/?p=12026

დანართები

თხზულების შეფასების რუბრიკა
დავალების ადეკვაურობა
0, 1 ქულა
(ამ კრიტერიუმით 0 ქულის შემთხვევაში არ შეფასდება ნაშრომი)
მსჯელობა
0,1,2,3,ქულა
3ქ-მოსწავლე მსჯელობს სამივე მითიტების შესახებ სრულყოფილად
2ქ-ქ-მოსწავლე მსჯელობს მხოლოდ ორი მითითების შესახებ სრულყოფილად
1ქ-მოსწავლე მსჯელობს ერთი მითითების შესახებ სრულყოფილად
0ქ-მოსწავლე არცერთი მითითების შესახებ არ მსჯელობს სრულყოფილად.

არგუმენტირება
0,1,2,3 ქულა
3ქ - მოსწავლე დამაჯერებლად ასაბუთებს სამივე საკითხს.
2ქ-მოსწავლე დამაჯერებლად ასაბუთებს ორ საკითხს.
1ქ-მოსწავლე დამაჯერებლად ასაბუთებს ერთ საკითხს.
0ქ-მოსწავლე დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს ვერცერთ საკითხს.

ფაქტობრივი სიზუსტე
0,1 ქულა
1ქ- მოსწავლე არ უშვებს არცერთ ფაქტობრივ შეცდომას
0ქ-მოსწავლე უშვებს ფაქტობრივ შეცდომას
მორფოლოგიური, სინტაქსური, სტილისტური შეცდომები
0,1,2 ქულა
2ქ-მოსწავლე არ უშვებს 5-ზე მეტ შეცდომას
1ქ-მოსწავლე არ უშვებს 10-ზე მეტ შეცდომას

0ქ-მოსწავლე  უშვებს 10-ზე მეტ შეცდომას









ტექსტის გააზრება და დაკავშირება
2ქ-მოსწავლე სრულყოფილად იაზრებს მოცემულ ტექსტს და აკავშირებს უცხო არამხატვრულ ტექსტთან
1-მოსწავლე ნაწილობრივ იაზრებს მოცემულ ტექსტს და აკავშირებს უცხო არამხატვრულ ტექსტთან
0ქ-მოსწავლე ვერ იაზრებს მოცემულ ტექსტს და აკავშირებს უცხო არამხატვრულ ტექსტთან



შესაბამისობა მიზანთან და აუდიტორიის გათვალისწინება
2ქ- მოსწავლე სრულად ითვალისწინებს დავალებით განსაზღვრულ მიზანს და ისე აგებს მსჯელობას.
1ქ-მოსწავლე ნაწილობრივ ითვალისწინებს დავალებით განსაზღვრულ მიზანს და ისე აგებს მსჯელობას.

0ქ-მოსწავლე ვერ ახერხებს დავალებით განსაზღვრული მიზნის არქმას და შესაბამისად ვერ აგებს მსჯელობას.


კითხვის სტრატეგიების ფლობა
2ქ- მოსწავლე სრულყოფილად ფლობს კითხვის სტრატეგიებს
1ქ-მოსწავლე სრულყოფილად ფლობს კითხვის სტრატეგიებს
0ქ-მოსწავლე სრულყოფილად ფლობს კითხვის სტრატეგიებს

ტექსტის ორგანიზება
2ქ- მოსწავლე იცავს აბზაცებს და საკითხზე მსჯელობა ლოგიკური და თანმიმდევრულია.
1ქ-მოსწავლე ნაწილობრივ იცავს აბზაცებს და საკითხზე მსჯელობა უმეტესად ლოგიკური და თანმიმდევრულია.

0ქ-მოსწავლე არ იცავს აბზაცებს და საკითხზე მსჯელობა არ არის ლოგიკური და თანმიმდევრულია.


გრამატიკული შედომები
2ქ-მოსწავლე არ უშვებს 5-ზე მეტ შეცდომას
1ქ-მოსწავლე არ უშვებს 10-ზე მეტ შეცდომას

0ქ-მოსწავლე  უშვებს 10-ზე მეტ შეცდომას



 მსჯელობის ტექსტის შეფასების რუბრიკა
მსჯელობის ადეკვატურობა
0, 1 ქ. ამ კრიტერიუმით 0 ქულის მიღების შემთხვევაში ნაწერი მთლიანად შეფასდება 0 ქულით.
მსჯელობა
0,1,2 ქ .
·         მოსწავლე სრულყოფილად მსჯელობს საკითხის შესახებ, ასახელებს მე-19 საუკუნის საქართველოს მდგომარეობას და ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს ტექსტის მიხედვით ; 2 ქულა
·         მოსწავლე ნაწილობრივ მსჯელობს საკითხის შესახებ, ასახელებს მე-19 საუკუნის საქართველოს მდგომარეობას და ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს ტექსტის მიხედვით ; 1.ქულა
·         მოსწავლე ვერ მსჯელობს საკითხის ირგვლივ 0 ქულა.
არგუმენტირება
0,1,2,ქ.
·         მოსწავლე დამაჯერებლად ასაბუებს საკუთარ მსჯელობას და იყენებს ციტირებას; 2 ქულა
·         მოსწავლე მსჯელობას ასაბუთებს ნაწილობრივ; 1ქულა
·         მოსწავლე ვერ ასაბუთებს ტექსტიდან საკუთარ მსჯელობას. 0ქულა




ზეპირი შემაჯამებლის ვარიანტი
დავალების პირობა:   
გაეცანით მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:
ა) წარმოადგენთ თქვენს მოსაზრებას ამ თვალსაზრისთან დაკავშირებით;
ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და  მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკი-ცებლად;
გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.
ზეპირი მოხსენების  მაქსიმალური დროა  5  წუთი.


ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციურუნარ-ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას
0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
0  - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ  საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
        0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10  
(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)






რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე
            კოლეგების და დირექციის წევრების უკუკავშირს ვიღებდი როგორც კვლევის მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ როგორც ჩვენი, ისე კოლეგების ინიციატივით. კვლევის მიმდინარეობისას შუალედურ შედეგებს ვუზიარებდი კოლეგებს სკოლის შიგნით ხოლო კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე კოლეგებს და სკოლის ადმინისტრაციას პრეზენტაციის სახით.
            პრობლემა აქტუალური აღმოჩნდა არა მარტო იმ ჩემთვის, არამედ სხვადასხვა საგნი პედაგოგებისთვისაც, რადგან, როგორც გავარკიე, მათთვისაც პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელი სამუშაოების ისე დაგეგმვა, რომ მათ მიეცა შესაძლებლობა მასწავლებლსთვის შეეფასებინათ ეროვნლი სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით გათვალისიწნებული ყველა შედეგი.
            კოლეგებთან კვლევის საკითხის განხილვამ საინტერესო სურათი გამოკვეთა -მათ უმრავლესობას არ ჰქონდა გაანალიზებული რამდენად იფარებოდა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოებით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლის განმავლობაში მისაღწევი შედეგები. საკითხზე დაფიქრებამ და ამის პრობლემად აღქმამ მათაც გაუჩინა მოტივაცია მეტად დაფიქრებულიყვნენ შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვის პროცესში, კონკრეტულად რომელი შედეგის შეფასებას ემსახურება ესა თუ ის შემაჯამებელი სამუშაო.
            მათგან წამოსული კითხვები შეეხებოდა, როგორც ჩემი კვლევის შედეგებს, ასევე   კონკრეტული შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების გზებს. მაგალითად, სკეპტიკურად იყო ნაწილი განწყობილი შემაჯამებელ სამუშაოდ ზეპირი პრეზენტაციების დაგეგმვის მიმართ, რადგან 5-წუთიანი პრეზენტაცია მხოლოდ 6 ესწრება ერთ საგაკვეტილო საათში, რადგან მას უკუკავშირიც სჭირდება და შეფასება. თუმცა როდესაც დავუსაბუთე, რომ ეს არ არის დაკარგული დრო, რადგან ეს პრეზენტაციები დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც ბევრის მიმცემია, განსაკუთრებით, თუ ერთი თემის გარშემო სხვადსხვა საკითხს მოიცავს, დარწმუნდნენ, რომ ასეთი შემაჯამებელი სამუშოები აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ზეპირმეტყველების შეფასებას შემაჯამებელი სამუშაოს სახით ვერ მოვახერხებთ. კვლევის ედეგებმა მომცა შესაძლებლობა შემემუშავებინა გარკვეული რეკომენდაციები:
·         შემაჯამებელი სამუშაოები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების მაქსიმალური რაოდენობა დაიფაროს.
·         შეფასების რუბრიკა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებული იმ შედეგის შეფასებას, რომლის შეფასებაც დავისახეთ მიზნად ამ კონკრეტული შემაჯამებელი სამუშაოს საშუალებით.
·         მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შეფასების კრიტერიუმები წინასწარ.


            შუალედურ სამუშაო შეხვედრებზე კოლეგებთან განვიხილე შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვის პროცესში მრავალფეროვანი ვარიანტები, რათა უკეთ დამეგეგმა ინტერვენციები და მიღებული რეკომენდაციები გავითვალისწინე შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვისას.
            ჩემთვის ბევრის მომცემია ეს კვლევა, რადგან მან დამანახა შემაჯამებელი სამუშაოების მნიშვნელობა მოსწავლის ობიექტური შეფასების საკითხში. ასევე ეს საუკეთესო საშუალებაა მოახერხო მიღწეული შედეგების მონიტორინგი და დაგეგმო მომავალი მუშაობა. კვლევამ მაჩვენა, რომ შეფასების რუბრიკები მეტ დახვეწას საჭიროებს და ამ თვალსაზრისით მომავალში გავაგრძელებ მუშაობას.
            კოლეგებმა დარწმუნებით აღნიშნეს, რომ პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება ძალიან კარგად შეუძლია მასწავლებელს და რომ რეალურად სკოლაში ამ პრაქტიკის დანერგვა შესაძლებელია. თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მიღებული შედეგი, ისე პროცესი, რომელიც ძალიან ბევრს აძლევს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. მათთვის ამ კონკრეტულ საკითხზე დაფიქრება მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და აპირებენ გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც გავეცი შედეგებიდან გამომდინარე.
            ვფიქრობთ, რომ სკოლებისთვის პრაქტიკის კვლევა პრობლემის შესწავლისა და არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესების ის საშუალებაა, რომელიც მასწავლებლებისთვის ინოვაციაა და ისმის ბევრი შეკითხვა. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ჩვენი კოლეგებისთვის ღირებულია თითოეული პრაქტიკული მაგალითი.

No comments:

Post a Comment