31/03/2012

"უძველესი წარწერები და ხელნაწერები"


1.პროექტის მთავარი იდეა: უძველესი ქართული ხელნაწერებისა და წარწერების გაცნობა და ზიარება ქართულ ეროვნულ   საგანძურთან. მოსწავლეები მოივლიან ბოლნისის სიონს, გაეცნობიან უძველეს ქართულ წარწერებს, მოინახულებენ ხელნაწერთაეროვნულ ცენტრში არსებულ მუდმივ გამოფენას "უძველესი ქართული ხელნაწერები."
2.პროექტის აქტუალობა: ყოველი დღე საფრთხეს წარმოადგენს უძველესი წარწერებისა და ხელნაწერების არსებობისათვის და მათ განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, ამიტომ აუცილებელია ახალგაზრდები ფლობდნენ ინფორმაციას მათი მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ;
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან უძველეს ხელნაწერებსა და  წარწერებს, შეიძენენ ცოდნას, განივითარებენ მსგავსი ტექსტებისა და ხელნაწერების სპეციფიკაზე დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის უნარს, აიმაღლებენ ეროვნულ თვითშეგნებას, შეისწავლიან ასეთი ხელნაწერების შენახვის პირობებსა და  სპეციფიკას.
4.მონაწილეთა ასაკი: 14 წელი;
5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე;
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანაწერების დღიურის შექმნა, საკონფერენციო თემების შექმნა,  ფოტო–გამოფენა სკოლაში, რეფერატების დაწერა, სლაიდ–შოუები პრეზენტაციისათვის.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ფოტო–აპარატი, რვეული, კალამი, კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო–ფოტო კამერა.
8.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.ექსკურსია ბოლნისში: მოსწავლეები ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად წავლენ ბოლნისში ერთ–ერთი უძველესი ტაძრის, ბოლნისის სიონის, სანახავად. მოისმენენ ლექციას ამ ტაძრის არქიტექტურის, მისი აგების თარიღისა და მნიშვნელობის შესახებ; ქართულის მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ამ ტაძარზე განთავსებულ უძველეს ქართულ წარწერებს და ესაუბრება მათ ამ წარწერებზე არსებული მეცნიერული თვალსაზრისებისა და მათი დათარიღების შესახებ. მოამზადებენ მოსწავლეები შესაბამის ფოტო–მასალას; 2.ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: მოინახულებენ მოსწავლეები მუდმივმოქმედ გამოფენას უძველესი ხელნაწერებისას და მოისმენენ მინი–ლექციას უძველეს ქართულ ხელნაწერებზე და მათი შესრულების უძველეს ტექნიკაზე; გადაიგებენ ამსახველ ფოტოებს; 3.კონფერენცია: მოსწავლეები დაწერენ საკონფერენციო თემებს უძველესი ხელნაწერებისა და წარწერების შესახებ; 4.ფოტო–გამოფენა: მოსწავლეები მოაწყობენ სკოლაში ამ პროექტის განმავლობაში მოპოვებული მასალის ამსახველი ფოტოების გამოფენას; 5.პრეზენტაცია: მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას , რომელიც მიეძღვნება ამ პროექტს და მთლიანად მოიცავს მის მსვლელობასა და შედეგებს, შექმნილ პროდუქტებსა და შთაბეჭდილებებს. ეს პრეზენტაცია იქნება მრავალფეროვანი, რამდენადაც მოიცავს როგორც ფოტო, ისე ტექსტუალურ მასალას.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება: ხელოვნების მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ბოლნისის სიონის არქიტექტურისა და სპეციფიკის შესახებ, ასევე ქართული ხელნაწერების შესრულების ტექნიკის მრავალფეროვნებაზე, ხოლო ქართულის მასწავლებელი წარწერების მნიშველობაზე, მათი აღმოჩენის ისტორიასა და დათარიღების შესახებ, ასევე უძველესი ხელნაწერების ისტორიის თაობაზე.
10.პროექტის ხელმღვანელი: თამარ დათაშვილი და ლალი გეთიაშვილი.
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:datashvili.tamar@gmail.com
12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:datashvilitamar.blogspot.com

No comments:

Post a Comment