იაკობ
ხუცესი მოგვითხრობს: „ჩვენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა
ვტიროდეთცოდვათა ჩვენთა წარმოჩინებისათვის“
1.განმარტეთ
ხაზგასმული სიტყვები.
2.რას
ემსახურება ამგვარი გამეორება?
3.ამოიწერეთ
სიტყვა, რომელიც გამოვლენას ნიშნავს.
4.რატომ
ატირდნენ მოძღვრები?
„შუშანიკის
წამებაში“ ვკითხულობთ: „ღუაწლსა დიდსა შესვლად ხარ დედოფალო,
ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტეისსა, ნუუკუე მტერმან , ვითარცა სრსვილმან , საძოვარი
პოოს შენთანა“
1.გადმოეცით
ხაზგასმული ფრაზა თქვენი სიტყვებით.
2.რა
მხატვრულ ხერხს ვხვდებით ამ მონაკვეთში?
3.რის
წარმოსაჩენად იყენბს ავტორი მას?
4.ამოიწერეთ
სიტყვა, რომელიც დაავადებას ნიშნავს.
5.როგორი
მოძღვარია იაკობი ამ სიტყვებიდან გამომდინარე?
„ხოლო
ზრახვითა იყო ვარსქენისითა და
ზაკვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაი ნეტარისა მის“.
1.განმარტეთ
ხაზგასმული სიტყვები, რას ნიშნავს სიტყვა „ზაკვით“?
2.
რას ემსახურებოდა სპარსის ვიზიტი შუშანიკთნ ამ მონაკვეთის მიხედვით?
3.ვისი
დამოკიდებულება წარმოჩინდა ამ პერსონაჟის მიმართ და როგორი ამ მონაკვეთში?
„ხოლო
მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭელი ერთი სამისოი.და ძნიად თავს იდვა შეტევებაი ჩემი.“
1.გადმოეცით
რას ევედრება მცველს ხუცესი?
2.რას
ნიშნავს სიტყვა „ჭურჭელი“ ?
3.დახასიათეთ
სასულიერო პირთა მდგომარეობა ამ მონაკვეთის მიხედვით.
„ესე
ყოველი ცხოვრებაი, ვითარცა ყვავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგრომელ“
1.ვისთან
საუბარში ამბობს შუშანიკი ამ სიტყვებს?
2.რა
მხატვრული ხერხია გამოყენებული და რას ემსახურება იგი?
3.რომელი
სიტყვა აღნიშნავს „ცვალებადს“?
4.როგორ
ახასიათებს ეს სიტყვები თავად შუშანიკს?
იოვანე
საბანისძე მოგვითხრობს: „ხოლო ნეტარი
იგი არა ისმენენ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თვისითა“
1.რას
ნიშნავს ხაზგასმული სიტყვა?
2.აბოს
რა თვისება ჩანს ამ მონაკვეთში?
„ჯერ
არს ჩემდაცა დღესა ამას , რაითა განვიძარცო შიში ხორცთა ამათ ჩემთაი, რომელნი სამოსელ
არიან სულთა ჩემთა“.
1.განმარტეთ
ეს სიტყვები?
2.რაზე
მეტყველებს აბოს ეს ნათქვამი?
3.რა
მხატვრული ხერხია გამოყენებული ამ მონაკვეთში?
„აწ
ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა ,რაითა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ“.
1.რას
ნიშნავს ხაზგასმული სიტყვა?
2.რატომ
ითხოვეს სარკინოზებმა აბოს ნეშტის დაწვა?
3.მიაღწიეს
თუ არა საწადელს ამ ქმედებით ?(პასუხი დამისაბუთეთ ტექსტში მოხსენიებული ფაქტებით.)
„აღვერიენით
ერსა უცხოსა“.
1.რით
არის მნიშვნელოვანი ეს ფრაზა?
2.ვისთან
აღრევაზე საუბრობს ავტორი ამ მონაკვეთში?
3.ტექსტის
მიხედვით , რა საფრთხე დაემუქრათ ქრისტიანებს ამ „აღრევის“ გამო?
„ნუ
განხუალ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაი იგი ქართლისაი სარკინოზთა უპყრიეს. და მეშინის
მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისგან ქრისტეისსა“.
2.რატომ
არ შეისმენს აბო ამ რჩევას?
3.
როგორ ახასიათებს აბოს ეს გადაწყვეტილება?
4.როგორ
ხასიათდება ქართლის მდგომარეობა ამ მონაკვეთის მიხედვით.
სწორი პასუხები: 1-; 2-;
საინტერესო კითხვებია. ვფიქრობ გამოიყენებენ როგორც მოსწავლეები ასევე პედაგოგები
ReplyDelete