28/06/2017

პროექტი "მწიგნობარი"



პროექტი "მწიგნობარი" ის პროექტია, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა მოსწავლეებისა და მშობლების მოთხოვნით. 

მოსწავლეთა წიგნიერების ხარისხის გაუმჯობესება და ინტელექტის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესისა, პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევაყვარო წიგნი და გავუფართოო თვალსაწიერი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცემათ ნაწარმოებების ნუსხა, რომელიც უნდა წაიკითხონ გარკვეულ ვადაში, შემდეგ ჯგუფებად დაყოფილ გუნდებს შორის მოეწყობა ინტელექტუალური თამაში მიცემულ ტექსტებზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის დავალებების საშუალებით. ამის გარდა, მათ მოუწევთ ერთ-ერთი დავალების ფარგლებში უცხო ტექსტის ანალიზიც. თითოეული დავალების შესაფასებლად ჟიურის წევრებს ექნებათ ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული სწორი პასუხების ფურცელი და შეფასების რუბრიკა. პროექტი მოიცავს 5 ტურს, თითოეული ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები ქულების მქონე ჯგუფები დატოვებენ თამაშს, ხოლო დანარჩენი ჯგუფები გააგრძლებენ თამაშს პირველობის მოსაპოვებლად. ფინალურ თამაშში (მე-5 ტურში) შეეჯიბრება ორი გუნდი და გამარჯვებულებს გადაეცემათ საჩუქრები და სიმბოლური პრიზი - ბუს ქანდაკება.

ამ პროექტმა თავისი საქმე გააკეთა - გააფართოვა მოსწავლეების თვალსაწიერი, შეაყვარა კითხვა და გაამდიდრა მათი ლექსიკური მარაგი. წარმოგიდგენთ პროექტის გეგმას და ასევე მის რეფლექსიას, გამოხმაურების იმედით. 

პროექტ "მწიგნობარის" გეგმა

პროექტ "მწიგნობარის" გეგმის რეფლექსია




2 comments:

  1. მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე(ჟიურის წავრი) მეც ვიყავი! ბავშვები პასუხისმგებლობითა და მონდომებით ასრულებდნენ ყველა დავალებას, საინტერესოდ იაზრებდნენ ტექსტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კარგი მკითხველები გაიზრდებიან და მიხვდებიან, რომ ბევრ შეკითხვაზე პასუხს წიგნებშიც ამოიკითხავენ. მადლობა ამ მადლიანი საქმისათვის.

    ReplyDelete
  2. გამარჯობა,2019 წლის ტურის შედეგები როგორ ვნახო

    ReplyDelete